Digest Logo

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იციან, მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული

1744802992
ლევან მაჭავარიანი

„მათი გადასაწყვეტი რომ იყოს ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“ მოქმედებს გარე უფროსების ინსტრუქციების მიხედვით.

„ბატონი გიგი უგულავას ფროიდისეული წამოცდენა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელებისგან ელოდება ინსტრუქციას, ეს ის არის, რაზეც ჩვენს მოქალაქეებს ამდენი წლის განმავლობაში ვესაუბრებით. მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოქმედებს ზუსტად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათი გარე უფროსების მიერ არის გამოგზავნილი.

ბატონმა გახარიამ პირდაპირ დაადასტურა, მივიღებო მონაწილეობასო, თუმცა ინსტრუქცია თუ იქნება მისი მისამართით, რომ არავინ არ მიიღოთ მონაწილეობაო გარწმუნებთ, რომ ბატონ გახარიასაც მოუწევს მონაწილეობის არ მიღება.

ეს რომ მათი გადასაწყვეტი იყოს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, მათი რეიტინგი არის ძალიან დრამატულად შემცირებული“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ეხვევა ბავშვი ხელებს ან აკაკუნებს მაგიდაზე? ახალი კვლევა აუტიზმის კიდევ ერთ საიდუმლოს ხსნის!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

⭕„18 წელი ერთად“- სალომე შარვაძე და მისი მეუღლე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

🎥 ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება ფინანსებს და ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი?! - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან