Digest Logo

„რატომ ეხვევა ბავშვი ხელებს ან აკაკუნებს მაგიდაზე? ახალი კვლევა აუტიზმის კიდევ ერთ საიდუმლოს ხსნის!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1744800304
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს, სადაც აუტიზმის ახალი კვლევის შესახებ წერს.

„რატომ ეხვევა ბავშვი ხელებს ან აკაკუნებს მაგიდაზე? ახალი კვლევა აუტიზმის კიდევ ერთ საიდუმლოს ხსნის!

მეცნიერებმა როჩესტერის უნივერსიტეტში (აშშ) აღმოაჩინეს, რომ აუტისტურ სპექტრზე მყოფ ადამიანებს ტვინი სხვა ფორმით ამუშავებს შეხების შეგრძნებებს – განსაკუთრებით იმ დროს, როცა ისინი თვითონ ახორციელებენ შეხებას.
შედეგად – ბავშვის ან ზრდასრულის „გაიმეორებადი მოძრაობები“ – იგივე სტიმინგი (stimming), როგორიცაა ხელების ქნევა, თითების დაკაკუნება ან თმის ტრიალი, შეიძლება არ იყოს მხოლოდ ჩვევა, არამედ ტვინის რეაქცია გარემოზე, სტრესზე ან გადატვირთულ შეგრძნებებზე.

მთავარი მიგნებები:

• ნეიროტიპური (ჯანმრთელი ტვინის მქონე) ადამიანები ამცირებენ ტვინის აქტივობას, როცა თვითონ ეხებიან რამეს – რადგან მათი ტვინი წინასწარ პროგნოზირებს შედეგს;

• აუტიზმის მქონე ადამიანების ტვინი კი ვერ ანსხვავებს – არის თუ არა შეხება საკუთარი გამოწვეული, თუ გარე.

• ეს შესაძლოა ხსნის, რატომ აგრძელებენ ისინი ერთსა და იმავე მოძრაობებს – ეს მოძრაობები მათ ეხმარებათ რეგულირებაში, დამშვიდებაში და თავს უკეთ გრძნობენ.
  კვლევაში გამოყენებული იყო:

• ტვინის აქტივობის მაღალი სიზუსტის (EEG) რუკირება

• ვირტუალური რეალობა (VR)

• შეხების სიმულაცია ვიბრაციის მეშვეობით

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს კვლევა არა მარტო გვანახებს, როგორ ფიქრსა და შეგრძნებას განიცდის აუტისტური ადამიანი, არამედ გვეხმარება, უკეთ გავუგოთ მათ – არა როგორც „სხვანაირებს“, არამედ როგორც განსხვავებულად ორგანიზებულ

გონებას.
საზოგადოებამ უნდა გაიგოს – სტიმინგი არ არის ცუდი საქციელი. ეს არის დამცავი მექანიზმი!
ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ უსაფრთხო გარემო და არ დავაძალოთ ბავშვებს „შეჩერდნენ“ იქ, სადაც მათი ტვინი ეძებს დაცვას“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„18 წელი ერთად“- სალომე შარვაძე და მისი მეუღლე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

🎥 ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება ფინანსებს და ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი?! - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება