
„როდესაც გერმანიის ელჩს სურს, რომ ეს პროცედურა თავიდან აირიდოს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს თანხები, რაც მას მოაზრებული ჰქონდა „ენჯეოორგანიზაციების“ დასაფინანსებლად, ნამდვილად არ ხმარდება საქართველოს და ნამდვილად არ ხმარდება კეთილ საქმეს ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გრანტი შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობის კონკრეტულ სტრუქტურასთან.
„ეს კანონი [გრანტების შესახებ კანონი] არავის არ უკრძალავს დაფინანსებას. ამ კანონით გათვალისწინებულია შემდეგი რამ, ეს გრანტი უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობის კონკრეტულ სტრუქტურასთან და შესაბამისად, თუ დონორი დაარწმუნებს მთავრობას რომ ეს ფული ხმარდება საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავატარებთ ამ გრანტს და მადლობას გადავუხდით დონორ ორგანიზაციას.
როდესაც გერმანიის ელჩს სურს, რომ ეს პროცედურა თავიდან აირიდოს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს თანხები, რაც მას მოაზრებული ჰქონდა „ენჯეოორგანიზაციების“ დასაფინანსებლად ნამდვილად არ ხმარდება საქართველოს და ნამდვილად არ ხმარდება კეთილ საქმეს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.