Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: უნდა დასრულდეს ილუზია, რომ საქართველოში ვინმეს უფლება აქვს, პოლიციელს ხელი დაარტყას, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს

1738824523
ლევან მაჭავარიანი

„უნდა დასრულდეს, რომ ვინმეს ილუზია ჰქონდეს იმისა, რომ საქართველოში უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს. ამ მხრივ ყველაფერი მკაცრდება“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს.

„იმის ილუზიაც არავის უნდა ჰქონდეს, რომ შეუძლია, პოლიტიკური თანამდებობის პირს - დეპუტატი იქნება თუ საჯარო მოხელე, მუქარებით მიუვარდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს საჯარო სივრცეში.

ეს ყველაფერი არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მაგალითები და ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაშიზმი საქართველოში დასრულდება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა გაგეზარდოთ ხელფასი, ან შეიცვალოთ სამსახური“ - 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება აკრძალული?