
„ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას.
„ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ პრინციპში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, ვინაიდან ისინი დარჩენილები არიან უკვე ამ ძალიან მსხვილი თანხების გარეშე“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.