„ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მით უმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„აუთო/ოდირმა შეაფასა ეს [საპარლამენტო არჩევნები] როგორც კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ცესკომ მოახდინა ძალიან მაღალ დონეზე ამ არჩევნების ადმინისტრირება. ასევე ხაზგასმული იყო, რომ ნებისმიერ სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მით უმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„7 განსხვავებული ლუქი...“ - თაკო ჩხეიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს