ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თაკო კორინთელი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - „ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეცვლილი გარეგნობა თქვენი ბულინგის მიზეზი გახდა?“ - ასე უპასუხა:
„კი. ამ თემაზე საუბარი ამაღელვებელია. ცოტა ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, თუმცა ძველი თაკო ბრუნდება. რაღაც პატარა პრობლემა მქონდა, მომიწია ჰორმონალური წამლების დალევა, რამაც გამოიწვია შეშუპება. გავფუვდი ნელ-ნელა. საზოგადოებამ ეს ყველაფერი რომ დაინახა, წამოვიდა ტექსტები, პირად შეტყობინებებშიც მწერდნენ, საჯაროდაც იწერებოდა. ისეთი წერილები მომდიოდა, მეტირებოდა. იყო რამდენიმე უტაქტო მესიჯი. რატომ ჭამს ამდენს, რატომ გასივდა, ბზიკმა უკბინა და ა.შ.“, - ჰყვება თაკო კორინთელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„7 განსხვავებული ლუქი...“ - თაკო ჩხეიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„საოცრად გამოიყურები“ - რუსკა ქარქაშაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს