Digest Logo

მაჭავარიანი: 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

1745921558
 ლევან მაჭავარიანი

„2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციისა და მათი „ენჯეოების“ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მიუხედავად, საქართველო ღირსეულად, თავისი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი [ოპოზიცია და „ენჯეოები“] ამ ყველაფერს აკეთებენ ბოლო 13 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც ძალიან მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ და რაც აქვს ევროკავშირს გაცხადებული ოფიციალური თავისი პოზიცია, რომ 2030 წელს უნდა გაფართოვდნენ, საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს, გაგრძელდება 2030 წლის ჩათვლით და, დიდი ალბათობით, ჩვენ გადავალთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რანგში. შესაბამისად, ვიქნებით ყველაზე მომზადებულები და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, კეთილდღეობით, იდენტობით, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შეინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ჩვენი სუვერენიტეტი, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნება“, ასე ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ამისი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და უფალმა დალოცოს ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.