Digest Logo

მაჭავარიანი „ლელო“-გახარიას მერობის კანდიდატზე: ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება თავიანთი ამომრჩევლისთვის

1755606417
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელო“ ამომრჩეველს ატყუებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, შემდეგ ატყუებდა, რომ უპარტიო, ნეიტრალურ კანდიდატს დაასახელებდა, თუმცა მათ მაინც პარტიული კანდიდატი წარადგინეს.

მისი თქმით, ირაკლი კუპრაძის მერობის კანდიდატად დასახელება, „ლელოს“ მხრიდან ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა.

„ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამის შემდეგ, როდესაც მათ შეცვალეს თავიანთი „ჩვენება“ და თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ისინი დააყენებდნენ ისეთ საერთო კანდიდატს, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური, აბსოლუტურად აპოლიტიკური და უპარტიო კანდიდატი. ამ შემთხვევაში, მათი მესამე ტყუილი ვიხილეთ.

ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება თავიანთი ამომრჩევლისთვის, თავიანთი ამომრჩეველი დარწმუნებული ვარ, ამას სწორად შეაფასებს. ისიც, რომ ბატონმა კუპრაძემ დაასახელა ვიცე მერობის კანდიდატად ბატონი ელისაშვილი, რა თქმა უნდა, ესეც შეურაცხმყოფელია ამომრჩევლისთვის“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.