Digest Logo

მაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში

1755867136
ლევან მაჭავარიანი

„სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდეო მტკიცებულება. ევროპის წამყვან ქვეყნებში მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი იქნებოდა გაცილებით მკაცრი, ვიდრე ეს იყო საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნიკა გვარამია და მზია ამაღლობელიც არის ნახსენები.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ამაში ფული ჰქონდეს აღებული.

„მაკკეინის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორმა, რომელიც ინტერვიუს აძლევდა, თუ არ ვცდები, „რადიო თავისუფლებას“, დაუფარავად თქვა, კი, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან და მერე რა - რამდენიმე ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებამდე პირდაპირ გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ იყო გაწერილი, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის მიუხედავად თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა.

ისიც ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებაც, რომ დიდი იმედგაცრუება იყოს მისთვის, რომ მსხვერპლი ვერ იხილა ნოემბრის აქციებზე. ეს არის ის ინსტიტუტი, რომლის სტიპენდიატიც გახლავთ ქალბატონი ზურაბიშვილი და იღებს მათგან დაფინანსებას.

პირდაპირ აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, იყვნენ აქტიურად ჩართულები, 6-7 თვის განმავლობაში დაუღალავად უშრომიათ, არადა შეწყალებისას ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, ეს პოლარიზაციის დასრულებას ემსახურებოდა მაშინ, როდესაც მან შეიწყალა ყველაზე რადიკალური პიროვნება რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში. აქაც ჩნდება, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახს და მეგობრებს“ - ზურა ხაჩიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕თაკო ჩხეიძის ელეგანტური ფოტოები მწვანე კაბაში, რომელიც სოცქსელს იპყრობს

⭕„საქართველოში ხარ საერთოდ!?“ - შორენა ბეგაშვილი ამჯერად თურქეთში მოგზაურობს