„მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციას გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვს.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი მთელ ენერგიას ჩადებენ იმაში, რომ ქვეყანა მიიყვანონ რევოლუციამდე.
„ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. გადავხედოთ ბოლო 12 წელიწადს და მით უმეტეს, ბოლო ორ წელიწად-ნახევარს, რამდენჯერ სცადეს ქვეყნის არევა, თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ პრევენციას სამართალდამცველები 100%-ზე ახდენენ.
მთლიანად მოწადინებული არიან 26 ოქტომბრის საღამოდან სიტუაციის დაძაბვაზე, ესკალაციაზე, საპროტესტო მუხტის გაღვივებაზე. „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა იყო ამის შესანიშნავი ლუსტრირება, როდესაც იმ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომ გაიმარჯვოს დიდი ანგარიშით და რომ აღიაროს ყველამ ეს გამარჯვებაო, მაინც მიაწოდეს გაიდლაინი რადიკალურ ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ ეს საპროტესტო მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაში. შესაბამისად, მთლიანად მათი დღის წესრიგი ამაზეა აგებული. იციან, რომ მათი გამარჯვების ნულოვანი შანსია და მოწადინებულები არიან, რომ ეს ბოლო შანსი ხელიდან არ გაუშვან.
ჩვენ როდესაც ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, იციან, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს არაკონსტიტუციურად გამოვაცხადებთ და მათ მოუწევთ პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე და ომთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი.
ისინი აბსოლუტურად მთელ თავის ენერგიას ჩადებენ იმაში, რომ ქვეყანა მიიყვანონ რევოლუციამდე. თუმცა, ეს კოვზი მათ ნაცარში ჩაუვარდებათ, როგორც ეს წინა მცდელობების დროს იყო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე