Digest Logo

მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული, ოპოზიციიდან ბევრი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს

1732184842
მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პირველივე სხდომაზე შევიდნენ.

მისი თქმით, მმართველ გუნდში არ აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, რაზედაც მათ მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დაწერილი განცხადებებიც მიუთითებს.

„პირადად ჩემო მოლოდინია, რომ გამორიცხული არ არის ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ, ან ბევრი მათგანი შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, აქ 50/50-ზეა.

საბოლოოდ, ისინი საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, რადგან მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს.

ჩვენ ასეთი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან, სწორედ იმიტომ დაწერეს განცხადებები უფლებამოსილების ცნობამდე, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავიანთ ამომრჩეველს, თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავიანთ სიტყვას. მათ შეუძლიათ, ასეთი განცხადებები დაწერონ 25 ნოემბერსვე“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.