Digest Logo

მამუკა მდინარაძე: ჩემთვის ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არის - ქართველობის, სიამაყის, სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის სიმბოლო

1726087374
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის და ბევრი ქართველისთვის, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი არის - ქართველობის, სიამაყის, შრომის, სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის სიმბოლო.

„ჩემთვის, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ასე ფიქრობს დარწმუნებული ვარ, ყველა ობიექტური  ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ერთიც და მეორე არის სიმბოლო - ქართველობის, სიამაყის, შრომის, სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის, პრინციპულობის და ეს თვისებები, თუ იმისთვის არ არის საკმარისი, ადამიანი საპარლამენტო სიაში იყოს, მაშინ ლოგიკა აღარაფერში აღარ ყოფილა.

ვერ ჩაერთვებიან განხილვაში, ინტელექტუალური რესურსი არ ყოფნის ან ერთს ან მეორეს, თუ რაშია საქმე? თუ პრინციპულობა არ ყოფნის? თუ სამშობლოს სიყვარული არ ყოფნის? რა არ ყოფნის რომელიმეს? რატომ არ უნდა იყვნენ, ან ვინ უნდა იყოს თუ არა ისინი? უფრო მეტად ვისით გვიამაყია? და ეს ხალხი, აზრს ვერ გამოთქვამენ, პოლიტიკის შექმნაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრება ვინმე?“, - აცხადებს მდინარაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის ეკლესია და საფუძველი იმისა, რომ საბოლოოდ სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული

⭕ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია

⭕ირაკლი კობახიძე: ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს