Digest Logo

მამუკა მდინარაძე: სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო

1731949668
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება.

ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონშვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა. აი ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!

მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, - აცხადებს მდინარაძე.