Digest Logo

„მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

1699214948
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ჩართვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. 

„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების კონტექსტში თქვა - „ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავისი გზა იპოვეთ“, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც ნიკა მელიასადმი მოწოდება, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“.