„არ იყავით ასეთი პრიმიტიული კატეგორიებით წარმოდგენილი გადაცემისას“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა „ღამის მთავარში“ ტელეწამყვან ეკა კვესიტაძეს.
ნიკა მელიამ ეკა კვესიტაძე სპეკულაციაში დაადანაშაულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამერიკაში ვიზიტის შესახებ საუბრობდა და მის აზროვნებას პრიმიტიული უწოდა.
„არ იყავით ასეთი პრიმიტიული კატეგორიებით წარმოდგენილი გადაცემისას. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. პრიმიტიული აზროვნება არ მითქვამს, პრიმიტიული კატეგორიები. ჩემ სტრატეგიულ გეგმაში წარმოვადგინე მთელი რიგი ნაბიჯები. ვინ გითხრათ, ეკა, რატომ სპეკულირებით, მე ეს გითხარით ახლა?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.