„ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.
„ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები და ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ. ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მდინარაძემ.