
ყველა სახელმწიფოსთვის არჩევნების წელი მნიშვნელოვანია.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეები კეთილდღეობისთვის, ნათელი მომავლისთვის მიდიან არჩევნებზე და ხაზავენ სასურველ პარტიას.
დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში პირველად პროპორციული არჩევნებია.
მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ საქართველოს ნათელ მომავალს.
აგრეთვე, დღეს დილიდანვე საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა და ხმის მისაცემად მიდიან მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერები. თუმცა ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა აღმოაჩინა, რომ პირადობა სახლში დარჩა.
გთავაზობთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომელბსაც არჩვენებზე პირადობა დარჩათ
⚪ ალექსანდრე ჭიკაიძე
2014 წლის არჩევნებში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 42-ე საარჩევნო უბანზე მისულ, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.
⚪ ირაკლი კობახიძე
2020 წლის პროპორციულ არჩევნებში, საარჩევნო უბანზე მივიდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელსაც „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პირადობა დაავიწყდა.