Digest Logo

პრემიერი: როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია - ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“

1729922508
ირაკლი კობახიძე

„როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ.

„მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლაშა ტალახაძე: ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას და ჩვენი შვილების კეთილ მომავალს