საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ავლენდა, მანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაიწყებოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მას აგონებს სილვი კოფმანის ნაწარმოებ Les aveuglés-ს [დაბრმავებულები], რადგან მისივე თქმით, დასავლეთს არ უნდოდა დაენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში რუსეთი და მასთან საქმის დაჭერას ცდილობდა.
„უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო დაახლოებით ისეა, როგორც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია, რომელზეც 2014 წლის შემდეგ აღარ საუბრობდნენ. ქუჩაში რომ გასულიყავით ორი ან, ორწლინახევრის წინ, ბევრი ადამიანი გეტყოდათ, რომ საქართველო ასე თუ ისე მოგვარებული საკითხია, ბევრს დაავიწყდა. დიახ, ამას ფრანგული ნაწარმოები „დაბრმავებულები“ აღწერს ძალიან კარგად, თუ „დაბრმავება“... სილვი კოფმანის, რომელიც ძალიან კარგად აღწერს ამ სიტუაციას - იმიტომ რომ უნდოდათ რუსეთს მორგებოდნენ, არ უნდოდათ დაენახათ ისეთი, როგორიც არის. ერჩიათ მასთან საქმის დაჭერა და ფიქრი, რომ მოახერხებდნენ მის შეცვლას და რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით რუსეთის წინაშე, იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი არ იცვლება, ის უკრაინაში ყველაზე ნამდვილ შუქზე ჩანს, მოკლებული ყველანაირ დისიმულაციას და აქ უკვე აღარ შეიძლება თავის მოტყუება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რუსულმა ფულმა, განსაკუთრებით კი ნავთობმა თუ ითამაშა რაიმე როლი, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:
„არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ ისევე როგორც გერმანიაში, გაზი რუსული გავლენის ერთ-ერთი გამტარი იყო, ასევე საფრანგეთშიც, არ ვიცი, შეიძლება ეს იყო ნავთობი, თუ ნავთობის და ფრანგული რომანტიზმის ერთობლიობა; ის აზრი, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის ,,ხელშეუხებელი სიყვარულის ისტორია“ არსებობდა, ამ ყველაფერმა ერთად, შექმნა ის ხელშეწყობა“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.