Digest Logo

სააკაშვილი: კარგია რომ სუნაკმა კემერონს ჩააბარა საგარეო პოლიტიკა, 2008 წელს მისმა პოზიციამ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა

1700214379
სააკაშვილისააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დევიდ კემერონის დანიშვნას გამოეხმაურა. 

„დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი, დანიშვნიდან მეორე დღეს კიევში აღმოჩნდა.

მე ეს არ გამკვირვებია, კემერონი ოპოზიციის ლიდერი იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოში თბილისს ესტუმრა და ისტორიული ფრაზა წარმოთქვა: “არ უნდა დავუშვათ, რომ რუსები ევროპულ ქვეყანაში ტანკებით დაჯლიგინებდნენ და ამავე დროს ლონდონში შოპინგზე დაიარებოდნენ.”

მისმა პოზიციამ მაშინ საქართველოს მხარდასაჭერად საერთაშორისო რეაქციის მობილიზაციაში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა, ერთი წლის შემდეგ, მან ლონდონში თავისი კაბინეტის წევრები გამაცნო და მთხოვა, მათთვის ქართულ რეფორმებზე მომეყოლა.

ძალიან კარგია, რომ სუნაკმა მას ჩააბარა საგარეო პოლიტიკა“. - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რომლის მინისტრობის დროსაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდა, 13 ნოემბერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კი ჯეიმს კლევერლიმ დაიკავა.