Digest Logo

„საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი“ - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე

1713197583
თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს, სადაც ჩანს მისი შეცვლილი რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა.

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი,“ - წერს თეა წულუკიანი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ძალადობის წამახალისებელი პოსტებით ეხმიანებიან

🎥 „გერმანიაში ბუდუსთან მივდივართ... მიყვარხარ, საქართველო“ - რას ამბობს აზერბაიჯანელი რეპერი, რომელმაც ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სიმღერა მიუძღვნა

მოულოდნელი სიურპრიზი და საუკეთესო პერიოდი ტრანსფორმაციისა და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისთვის