Digest Logo

„საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება - ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ“ - სალომე ზურაბიშვილი

1700160247
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.