Digest Logo

შალვა პაპუაშვილი - „დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“

1730308600
შალვა პაპუაშვილი

„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები უნდა შეაფასოს სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი თქმაც უნდოდა, თქვა გასაგებად, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“ უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს. სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს. ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას „თავისუფალ და სამართლიან“ არჩევნებად არ შეუფასებია. ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. „ქართული ოცნების" 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ირაკლი კობახიძე: სასამართლო გათავისუფლდა, თვისებრივად ჰუმანურია დღეს სასამართლო სისტემა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისგან

⭕ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი, 2012 წლის შემდეგ საქართველოში 111 ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა, თერჯოლის ფილიალი იმერეთის მხარეში არის 26-ე