
ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც პაპუაშვილი წერს, „პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეობი“ საპროტესტო აქციას აორგანიზებდნენ“.
„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნოს. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეობი“ საპროტესტო აქციას აორგანიზებენ. 2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.