Digest Logo

🎥 თამარ ჩერგოლეიშვილი ელისო კილაძეზე - ეს სიმყრალე გამოაგორეს

1669357454
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

„ეს სიმყრალე გამოაგორეს - ამ ნაგავს მოაწამლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი“, - წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძეზე, რომელსაც ტვ „პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ მწვავედ დაუპირისპირდა.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ის პოლიტიკური პროცესის სეფსისზე საუბრობდა და მაგალითიც აქაა.

„პოლიტიკური პროცესის სეფსისზე ვსაუბრობდი და მაგალითიც აქაა, „ჩვენი ასავალ-დასავალი გვჭირდება, თეთრი ხელთათმანებით საქმე არ გამოდის!“ და აი, ეს სიმყრალე გამოაგორეს - ამ ნაგავს მოაწამლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი. ბიძინას ამარცხებდნენ ასე“, - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.