„წინა ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო ტოტალიტარული რეჟიმის შექმნისთვის, არამედ მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიძია და სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა 2008 წლის ომის შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და სტრასბურგშიც და ჰააგაშიც რუსეთს ოკუპანტი უწოდა.
„წინა ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო იმ ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რაც შექმნეს - სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. - არამედ მათ მოუწევთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიც არის, როგორ აღმოჩნდა საქართველო რუსეთის პირისპირ ომში?
რატომ შეუცვალეს სტატუსი კოდორს და ახალგორს?
რატომ გადაარქვეს კოდორს ზემო აფხაზეთი და ტყვიის გასროლის გარეშე გადააბარეს რუსეთს?
წაგებული ომიდან ორ თვეში რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება.
რატომ გადამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც მთავარი სამხილი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში? შემდგომ ჩვენ მოვიძიეთ სამხილები, წარვადგინეთ და ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი სტრასბურგშიც და ჰააგაშიც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოგზაურობა ორ სამყაროში“ - ნინუცა ორჯონიკიძე ახალ ვიდეოს გვიზიარებს
⭕15:12 საათზე ლომში ახალმთვარეობის პიკია - დღეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდება