Digest Logo

„ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“ - ლაშა ბექაური

1726248384
ლაშა ბექაური

„მე სრულიად ვემიჯნები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენების ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.

„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”,- განაცხადა ლაშა ბექაურმა.