Digest Logo

ვლადიმერ ბოჟაძე კონსტანტინ ზატულინის განცხადებაზე: რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ

1686054594
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ, დადასტურდა რომ სწორედ რუსეთისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომის სცენარის იმგვარად განვითარება, როცა რუსეთი აგრესორის ნაცვლად აფხაზების და ოსების მხსნელად მოევლინებოდა მსოფლიოს,“ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინასთან ომის დაწყებისას ის პუტინს საქართველოს ვარიანტს სთავაზობდა, „როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს“ და რუსეთმა ოსეთი და აფხაზეთი აღიარა.

ბოჟაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს და იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც, 6-პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს და ევროსაბჭოს რეზოლუციასაც მისცეს ხმა, ამ და 2008 წლის ომის შემდეგ ჩადენილი სხვა ქმედებების გამო, პასუხი არ უგიათ.

„კონსტანტინე ზატულინი: „პუტინს ვთავაზობდი სხვა ვარიანტს - საქართველოს ვარიანტს, როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და ჩვენ ვაღიარეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გავებმებოდით იმ მახეში, რომელშიც ახლა ვართ და მივეცით ყველას მიზეზი, რომ ეს ბლოკი შექმნილიყო ჩვენ წინააღმდეგ". 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის მერე, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ, დადასტურდა რომ სწორედ რუსეთისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ომის სცენარის იმგვარად განვითარება, როცა რუსეთი აგრესორის ნაცვლად აფხაზების და ოსების მხსნელად მოევლინებოდა მსოფლიოს... ალბათ ამ მიზანს ემსახურებიდა ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციისთვის ხმის მიცემა, კაპიტულანტურ 6 პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.! ზატულინის მოწონებული ცენარის არსებობას ომის შემდგომი პერიოდიც ადასტურებს: არც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნა, არც ორმხრივი სანქციების დაწესება. პირიქით, სტრატეგიული ენერგტიკული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმის მიცემა და სხვა. სამწუხაროდ, დღემდე არც მიხეილ სააკაშვილს და არც სხვა მაღალჩინოსნებს სამშობლოს, ჯარის და ხალხის ღალატისთვის ჯერაც არ აქვთ პასუხი გაცემული, მიუხედავად სამართლებრივი პასუხისმგებლობის. ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს 2008 წლის ომს, რუსეთს ოკუპაციას და სააკაშვილის ღალატს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.