რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება?
რა პრეპარატების მიღებისას არის ყავის დალევა საზიანო?
რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მიირთვათ რომ ორგანიზმის ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს?
ამის და სხვა საინტერესო საკითხის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია საუბრობს, რომელიც საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
„კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც არის ყავაში, ჩაიში და სხვადასხვა ენერგეტიკულ სასმელში და იგი ახდენს მინერალების შეწოვაზე ზეგავლენას, ყველაზე მეტად კი რკინის და კალციუმის შეწოვას.
მაგალითად, 1 ფინჯანმა ყავამ შეიძლება 60%-ით შეამციროს რკინის შეწოვა“, - ამბობს ნაია ლატარია.
მისი თქმით, თუ დანამატებს იგივე ვიტამინებს ვიღებთ 1, 2 საათის ინტერვალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ ყავა დალიოთ.
„რაც შეეხება კოფეინის ოდენობას ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს არის - 400 მგ, ორსულებში 200 მგ“, - ამბობს ნუტრიციოლოგი.
მისი თქმით, ყავა ძალიან კარგი არის C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან.
„ყავა ძალიან კარგი არის C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან, როგორიც არის ციტრუსები, ბულგარული, წიწაკა, ბროკოლი. C ვიტამინი რკინის შეწოვას აძლიერებს, ამიტომ თუ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად შევჭამთ რკინით მდიდარ პროდუქტებს, ყავა უკვე ვეღარ მოახერხებს, რომ შეწოვას ხელი შეუშალოს“, - ამბობს ნაია ლატარია.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს დღეც არ არის ჰარმონიული, პრობლემური დღეა“ - 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან