Digest Logo

10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს

1792946778
შვილს არასდროს უნდა უთხრათ

ბავშვთან ურთიერთობისას ყოველი სიტყვა შესარჩევია. ხშირად მშობლები ემოციურ ფონზე ისეთ ფრაზებს ამბობენ, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, თუმცა ბავშვის ფსიქიკაში ღრმა კვალს ტოვებს და მის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება. ფსიქოლოგები მშობლებს იმ 10 ყველაზე საშიშ ფრაზაზე მიუთითებენ, რომელთა გამოყენებაც კატეგორიულად არ შეიძლება.

როგორ ვესაუბროთ შვილს ისე, რომ დავზოგოთ მისი ფსიქიკა და ამავდროულად ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ? ეს კითხვა თითქმის ყველა მშობელს აწუხებს. პატარები ჩვენს სიტყვებს სინამდვილეზე მეტად ენდობიან და თითოეულ ნათქვამ ფრაზას საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის იყენებენ.

ექსპერტების შეფასებით, არსებობს ფრაზები, რომლებიც ბავშვში დაუცველობის განცდას, კომპლექსებს და შიშებს აჩენს.

10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ:

1. „შენით არაფერი გამოვა“ ან „ხომ ვამბობდი, ვერ შეძლებდიო“

რატომ იწვევს პრობლემას: ეს ფრაზა კლავს ნებისმიერ მოტივაციას და ბავშვს აჩვევს მარცხის შიშს. ის ფიქრობს, რომ მცდელობას აზრი არ აქვს, რადგან მშობლებს მისთვის წარმატება არ სჯერათ.

2. „შენ გამო ყველაფერი მივატოვე / მსხვერპლი გავიღე“

რატომ იწვევს პრობლემას: ბავშვი თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ უბრალოდ დაიბადა და არსებობს. ეს მას მუდმივი დათრგუნვის განცდას უტოვებს.

3. „აი, შენი ძმა/და რა კარგია, შენ კი...“

რატომ იწვევს პრობლემას: შედარება ანადგურებს ინდივიდუალურობას და იწვევს შურს, მტრობას დედმამიშვილებს შორის, ხოლო ბავშვს უჩენს რწმენას, რომ ის „სხვებზე უარესია“.

4. „გაჩუმდი, არ მაინტერესებს შენი აზრი“.

რატომ იწვევს პრობლემას: ბავშვი ხვდება, რომ მისი ხმა არავის აინტერესებს, რაც იწვევს ჩაკეტილობას და მომავალში საზოგადოებაში საკუთარი აზრის გამოთქმის პათოლოგიურ შიშს.

5. „შენნაირი მოქცევის გამო აღარ მეყვარები“.

რატომ იწვევს პრობლემას: სიყვარული უპირობო უნდა იყოს. როდესაც მშობელი ამბობს, რომ მის ქცევაზეა დამოკიდებული სიყვარული, ბავშვს უჩნდება შიში, რომ მიატოვებენ.

6. „ნეტავ საერთოდ არ დაბადებულიყავი“ ან „ტვინი წაიღე“.

რატომ იწვევს პრობლემას: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული ფრაზა, რომელიც ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტი და არასასურველია ამქვეყნად.

7. „რა უნიჭო ხარ, სხვებივით ვერაფერი ისწავლე“.

რატომ იწვევს პრობლემას: პირდაპირი დარტყმაა თვითშეფასებაზე. ბავშვი იჯერებს, რომ მართლაც უუნაროა და ცდაზე ხელს ივნებს.

8. „ტყუილად ნუ ილაპარაკებ, მაინც ვერ მიაღწევ ვერაფერს“

რატომ იწვევს პრობლემას: უკარგავს მომავლის რწმენას და აქრობს ნებისმიერ ამბიციას ან ოცნებას.

9. „რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე, ბრმა ხარ თუ ყრუ?“

რატომ იწვევს პრობლემას: ეს აგრესიული მიდგომა ბავშვში აჩენს არა გააზრებას, არამედ დაცვის რეფლექსს და შიშს მშობლის მიმართ.

10. „დიდი კაცი/გოგო ხარ უკვე, არ შეგეფერება ტირილი“.

რატომ იწვევს პრობლემას: ეს ბავშვს ასწავლის ემოციების ჩახშობას. გრძნობების დამალვა მომავალში სერიოზულ ფსიქოსომატურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ კრიტიკის ნაცვლად, ყოველთვის ვეცადოთ შვილს მხარი დავუჭიროთ, მოვუსმინოთ და მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება, რადგან სწორედ ჯანსაღი და თბილი გარემოა ძლიერი და თავდაჯერებული პიროვნების აღზრდის მთავარი საძირკველი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვამაყობ შენით, ძმაო! შენ გვერდით, ყოველთვის!“ - თორნიკე შენგელია მერაბ დვალიშვილზე

⭕ შიო მესამე: დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით

⭕გიორგი ქვილითაიას გოლის აღნიშვნის ჟესტი - ფეხბურთელი მალე მამა გახდება

✕