Digest Logo

🎥 10 ნიშანი, რომ იმაზე ჩქარა ბერდება შენი ორგანიზმი, ვიდრე მოსალოდნელია

1786960244
კოტე თოდუა

კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი ერთი და იგივე არ არის - ორი 60 წლის ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები შეიძლება ერთმანეთისგან ათწლეულების ეკვივალენტით განსხვავდებოდეს. ექიმი კოტე თოდუა ჯანმრთელი სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების ტემპზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ექიმი განმარტავს, ორგანიზმის მდგომარეობის შეფასებისას რამდენიმე კლინიკურ მაჩვენებელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

„ნელი სიარული, კუნთის ძალა, კარდიორესპირატორული ფიტნესი, ორგანიზმის სისუსტე, წონის უნებლიე დაკარგვა, 6–12 თვეში წონის 5%-ით შემცირება სასწრაფო შეფასებას საჭიროებს, რადგან ამის უკან შეიძლება იდგეს სარკოპენია, დეპრესია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დიაბეტი ან სხვა პრობლემები. ერთი პატარა სიმპტომი ნაკლებად სანდოა, ვიდრე რამდენიმე სისტემის, ძალის, სმენის, წონასწორობის, მეხსიერების, მეტაბოლიზმისა და აღდგენის ერთდროული გაუარესება, რაც დაჩქარებული დაბერების უფრო ძლიერი ნიშანია“, - ამბობ კოტე თოდუა.

როგორ შევანელოთ დაბერების ტემპი?

ექიმის განმარტებით, დაბერების ტემპზე მოქმედება სრულიად შესაძლებელია. კვირაში დაახლოებით 150 წუთი მოძრაობა უმოძრაობასთან შედარებით 31%-ით ამცირებს საერთო და 29%-ით გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობას.

ჯანმრთელი სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე რეალისტური გზებია: ძალოვანი და აერობული ვარჯიში, არტერიული წნევის, LDL/ApoB-ისა და გლუკოზის კონტროლი, საკმარისი ცილის მიღება, ძილის აპნოეს მკურნალობა, მოწევის შეწყვეტა და მყარი სოციალური კავშირების შენარჩუნება.