მარიამ ციმინტია 18-დღიან პრაქტიკას სთავაზობს გამომწერებს, რომელიც მიზნებს ახლებურად რეალიზებას უწყობს ხელს. ყოველდღე, დილას-შუადღესა და საღამოს ძილის წინ 3.6.9-ჯერ, ე.წ. ტესლას პრინციპით დაწერეთ თქვენი სურვილი, წარმოიდგინეთ მისი რეალიზაცია და დაუთმეთ რამდენიმე წუთი ემოციებსა და შინაგან განწყობას. მეთოდი ემყარება ენერგეტიკულ კონტროლს, წარმოსახვასა და აწმყო გამოყენებას, რაც საშუალებას გაძლევთ მიზნები სწრაფად და ეფექტურად განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში.
„ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილი, რომელიც გინდათ რომ მიიზიდოთ თქვენს ცხოვრებაში.
დასაწყისში სჯობს, ჩაიფიქროთ რეალური და პატარა. მაგ; ხელფასის მომატება 1000 ლარით. დილით როდესაც ადგებით, აიღეთ ფურცელი და დაწერეთ აწყმო დროში სურვილი, 3-ჯერ:
მაგალითად: „მე მომიმატეს ხელფასი 1 000 ლარით“.
შუა დღით კი დაწერეთ იგივე და დაამატეთ უკვე ემოცია - ეს ჩამოწერეთ 6 ჯერ.
მაგალითად: „მე მომიმატეს ხელფასი 1 000 ლარით და ძალიან ბედნიერი ვარ“.
საღამოს ძილის წინ - კი 9-ჯერ დაწეროთ იგივე სურვილი, სადაც უმატებთ დროს ზუსტ თარიღის.
მაგალითად: „მე მომიტანეს ხელფასი 1000 ლარით და ვარ ბედნიერი. ეს სურვილი ამისრულდა მომავალ პარასკევს“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
მისი თქმით ეს პრაქტიკა უნდა გააკეთოთ 18 დღის განმავლობაში, ხოლო ფურცელზე დაწერილი სურვილი შეგიძლიათ დახიოთ და გადააგდოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენი როლი საზოგადოებაში იზრდება, იყავი დიპლომატიური“ - 9 თებერვლის კოსმოსური ამბები