Digest Logo

„რატომ ვერ ეგუებით წარმატებულ ადამიანებს და რატომ გიყვართ წაქცეულის ყურება?!“  - ქეთი ჩხაიძე მიმართვას ავრცელებს

1770632531
 ქეთი ჩხაიძე

მომღერალი და ოთხი ქალიშვილის დედა – ქეთი ჩხაიძე, ბევრი პასუხისმგებლობისა და მოუცლელობის მიუხედავად, ახერხებს, რომ პროფესიულად საკმაოდ აქტიური იყოს. ამჯერად იგი, მის გამწერებს მიმართავს:

„ფეისბუკ მეგობრების გაფილტვრა დავიწყე! მათ, ვინც წლებია, არასდროს არაფერს მილაიქებს და მიკომენტარებს, მეგობრებიდან ვშლი.

ვინმეს არ ეგონოს, რომ მწყინს ჩემს პოსტებს, ისედაც უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს უბრალოდ, ლოგიკურია, რომ იმ ადამიანების ადგილი, ჩემს სივრცეში არ არის, ვისაც ჩემი აქტივობები არ აინტერესებს განსაკუთრებით, ჩემს „ახლობლებს“ ეხება.

შეიძლება, ყველა პოსტი ვერ დაალაიქოს ადამიანმა და ვერ დაწეროს კომენტარი, მაგრამ აქ წლებზეა საუბარი.

რამდენიმე წლის განმავლობაში რომ ერთი ლაიქიც არ ემეტება შენთვის, ისეთი ადამიანი მეგობრებში არ უნდა გყავდეს.

ისე, გულწრფელად მაინტერესებს, სანამ ცნობადი სახე გავხდებოდი და სახლში, ფუმფულა ხალათით ვიჯექი ბავშვებთან, ჩემზე „მზე და მთვარე“ ამოგდიოდათ, კომენტარებში ცამდე აგყავდით და ახლა, როცა ჩემი შრომით წარმატებას მივაღწიე, სად გაქრით, სად გაქრა თქვენი ლაიქები და კომენტარები? 

რატომ ვერ ეგუებით წარმატებულ ადამიანებს და რატომ გიყვართ წაქცეულის ყურება?! 

თქვენს გამო, ფეისბუკზე ლიმიტი მაქვს ამოწურული და იმ ადამიანებს ვეღარ ვამატებ, ვისაც დიდი ხანია, თხოვნები გამოგზავნილი აქვთ, ვისაც ძალიან ვუყვარვარ, ჩემთვის მოწონებას და კომენტარებს რომ არ იშურებენ და აქტიურად მგულშემატკივრობენ“, - წერს ქეთი ჩხაიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენი როლი საზოგადოებაში იზრდება, იყავი დიპლომატიური“ - 9 თებერვლის კოსმოსური ამბები

🎥 „ახლა გადიხართ ყველაზე რთულ პერიოდს“: ვის ემუქრება გამოწვევები? - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„ჯანმრთელი კანი ძვირად ღირებული პროდუქტებით არ მიიღწევა“ - არუნ ხათრის რჩევები, როგორ მოვამზადოთ ნიღაბი სახლის პირობებში