Digest Logo

🎥 5 საუკეთესო ხილი თირკმელებისთვის და მისი დეტოქსისთვის - კოტე თოდუას რჩევები

1744385498
კოთე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - „თირკმელების დეტოქსი ბუნებრივად“:

„თირკმელები დღე და ღამე მუშაობენ ჩვენ ორგანიზმში და წმენდენ სისხლს. ტოქსინები, წამლები, ნარჩენები გამოდის შარდის სახით. თირკმელს აქვს პატარა ფილტრები მილიონამდეა მათი რაოდენობა, რომელთაც ნეფრონს ეძახიან. დროთა განმავლობაში ეს ნეფრონები ზიანდება და ადამიანს თირკმელების პრობლემა ექმნება. მაშინაც კი თუ ჯანმრთელად იმყოფება ადამიანი.  რომ შევადაროთ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხანდაზმული და ახალგაზრდა, მაინც ექნება ხანდაზმულს თირკმელების პრობლემა. ამიტომ არის საჭირო თირკმელებზე ზრუნვა. საყურადღებოა ისიც რომ ეს ნეფრონები აღარ აღდგება, ამიტომაც უნდა შევაჩეროთ პროცესი, რადგან ეს დაზიანება აუცილებლად მოხდება.

პირველი ხილი რომლითაც დავიცავთ თირკმელებს არის ბროწეული, რომელიც შეიცავს ბევრ საჭირო ვიტამინს და მინერალს. მიიჩნევა უსაფრთხო ხილად და არის ანტიოქსიდანტი. კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანები რომლებიც იღებენ ბროწეულის წვენს უკეთესი თირკმელების ფუნქცია აქვთ. წვენს არ უნდა ჰქონდეს შაქარი დამატებული, რადგან დიდი რისკია ორგანიზმისთვის.

მოცვი ძალიან პოპულარული და სასარგებლო ხილია. ბევრი ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ვაშლი ძალიან კარგი პროდუქტია ასევე ბევრი მინერალებით. ჯობია რომ ცოცხლად მივიღოთ. აქვს დადებითი დიდი მხარე, რადგან შეიცავს პექტინს, რომელიც არის საკვები ბოჭკო. ეს პექტინი ცვლის მიკრობიომას და ამრავლებს სასარგებლო ბაქტერიებს, რაც შემდგომში ნაწლავების გაწმენდას უწყობს ხელს.

ასევე მნიშვნელოვანი ხილია შტოში, რომელიც არის კენკროვანების სახეობა. შეიცავს ანთოციანინებს ანუ ძლიერ ანტიოქსიდანტებს. უნიკალური თვისება აქვს, უკავშირდება ბაქტერიებს საშარდე სისტემაში და არ აძლევს საშუალება ბაქტერიებს, რომ გამრავლდნენ.

კარგი პროდუქტია საზამთრო, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. შეიცავს დიდი რაოდენობით ლიკოგენს. აუმჯობესებს თირკმლის მოქმედებას და ფუნქციას. ასევე იშვიათად არის ის დაზიანებული პესტიციდებით“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უცხოელი არტისტებისთვის ბევრი სიმღერა დავწერე...“ - რას ჰყვება მუსიკოსი ქრისტინე რესტაკიანი?

⭕„მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე“ - 13 აპრილის ამინდის პროგნოზი

⭕ხელვაჩაურში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა