Digest Logo

🎥 „უცხოელი არტისტებისთვის ბევრი სიმღერა დავწერე...“ - რას ჰყვება მუსიკოსი ქრისტინე რესტაკიანი?

1744381931
ქრისტინე რესტაკიანი

მომღერალი და მუსიკოსი, ქრისტინე რესტაკიანი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც შემოქმედებასა და კარიერაზე ისაუბრა:

„ჩემი მუსიკალური, საკუთარი სტუდია გავხსენი. სტუდიაში ბავშვებს ვასწავლით დაკვრას ფანდურსა და გიტარაზე, ასევე სიმღერას. პირველ რიგში დიდი გამოცდილება მივიღე მუსიკალურ სფეროში და ვთვლი, რომ მზად ვარ სხვებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა.

მე სიმღერებსაც ვწერ.

ჩემი პირველი სიმღერა ექვსი წლის წინ ჩავწერე და იმის მერე უამრავი სიმღერა დავწერე ჩემთვისაც, უცხოელი არტისტებისთვისაც. არსებობს პლატფორმა, სადაც მუსიკოსები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, შესაბამისად ერთგვარი პორტფოლიო მაქვს წარდგენილი და ვისაც სჭირდება ჩემი დახმარება, მომმართავენ და ვეხმარები.

ერთ-ერთი ბოლო შეკვეთა იყო, ისრაელის მოქალაქემ მომწერა და ქართულად უნდოდა ტექსტი. შემდეგ „იუთუბიზე“ შემთხვევით შემხვდა ეს სიმღერა და მეცნო, 150 ათას ნახვაზე ავიდა ეს სიმღერა“, - ამბობს ქრისტინე რესტაკიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე“ - 13 აპრილის ამინდის პროგნოზი

⭕ხელვაჩაურში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

🎥 „ალერგიული რინიტის დროს საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა“ - ალერგოლოგის რჩევები