Digest Logo

5 თამაში, რომელიც მეგობრების დიდ თუ პატარა წრეში შეგიძლიათ ითამაშოთ

1601634871
 სახალისო თამაშები

თუ ყოველ შაბათ-კვირას ერთი და იგივე მოგბეზრდათ, მაშინ მოგიყვებით, როგორ გაატაროთ დაუვიწყარი ვიქენდი და გაერთოთ მეგობრებთან ერთად.

მაშ ასე, „დაიჯესტი“ გთავაზობთ 5 თამაშს:

2 ლარი - წესები საკმაოდ მარტივია, მაგრამ მისი განხორციელება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საქმე ის არის, რომ თქვენ მოგიწევთ, გემრიელი სადილის მომზადება, თავისი დესერტით, თანაც ისე, რომ თქვენი ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ, ორი ლარი იქნება.

phuli_o_h.jpeg

მონოპოლია - მონოპოლიაში ყოველი მოთამაშე ფლობს გარკვეულ საკუთრებას, რომელიც შეუძლია გაყიდოს, გააქირაოს და გამოიყენოს.

თამაშის დაწყებამდე, მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი მათგანი ფლობს ჩიპის კონკრეტულ ფერს. ამის შემდეგ, თითოეულმა მოთამაშემ უნდა გააგოროს კამათელი. მონაწილემ, რომელმაც შეძლო ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება, თამაშს იწყებს და ყიდულობს ადგილებს.

monopoli_o_h.jpeg

დახუჭული თვალებით საკვების ამოცნობა - ეს გამოწვევა ძალიან წააგავს, დახშული ყნოსვით ჭამას, რადგან ნებისმიერი საკვების მირთმევისას, იმისათვის, რომ შეაფასოთ რამდენად გემრიელია კერძი, გემოს შეგრძნება, მხედველობაც და გემოც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თვალებახვეულს, ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები გემრიელი მოგეჩვენებათ.

tamashi_o_h.jpeg

ქალაქობანა - ძველი თამაში, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამაში დასწერებაზეა - ირჩევთ ასოებს და წერთ - სახელს, გვარს, სოფელს, ქალაქს, ფილმს, მცენარეს, ცხოველს, ამ ასოზე ვინც პირველი დაასრულებს თამაშს და ჯამური რაოდენობა მაღალი ექნება, ის არის გამარჯვებული.

tamashi_o_h.jpeg

სიმართლე თუ მოქმედება - ამ თამაშს თამაშობენ როგორც ბავშვები, ასევე მოზარდები და დიდებიც.

წესები ესეთია: მაგალითად დაატრიალებთ კალამს, ერთი არის საწერი მხარე, მეორე - არა. თუ საწერ მხარეზე გაჩერდება, მაგალითად გოგოსთან და მეორე მხარე ბიჭთან, გოგო უსვამს კითხვას ბიჭს - სიმართლე თუ მოქმედება? და თუ სიმართლეს აირჩევს, გოგო უსვამს შეკითხვას, რაზეც ბიჭი სიმართლით პასუხობს. თუ მოქმედებას აირჩევს, ის უნდა გააკეთოს, რასაც სთხოვენ.

tamashi_o_h.jpeg