Digest Logo

🎥 „სწორი კვების პროდუქტები, რაც მე ვიცი, არ არის ხელმისაწვდომი მარტივად მაღაზიებში...“ - სიმართლე საკვები პროდუქტების შესახებ, ლაშა ჯაყელის განმარტება

1744264833
ლაშა ჯაყელი

ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.

ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მორიგ საინტერესო ვიდეოს, სადაც საკვებ პროდუქტებზე საუბრობს:

„საქართველოში ადამიანის საკვები არა გვაქვს.

როცა მეკითხებიან - „სწორად როგორ ვიკვებოთ“?, მინდა გულითადად მივცე რჩევები მათ, მაგრამ ხელსაწყოები არ მაქვს ამისი. იმიტომ, რომ მე რაც ვიცი, რომ არის სწორი კვება, არ არის ხელმისაწვდომი მარტივად მაღაზიებში, ან თუ არის, მხოლოდ მცირე საწარმოებში.

რა არის საკვები და რა ფუნქციას ასრულებს ის? რასაც ვუშვებით ადამიანები პლანეტას - მას ვკლავთ.

მკვდარ მიწაზე მხოლოდ სიკვდილი მოდის და ანთებას ვმართებთ ორგანიზმს. აქედან მოდის უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა და რაღაცების დეფიციტები. საკვები აღარ არის სავსე იმ ნივთიერებებით, რაც ჩვენ ორგანიზმს სჭირდება. ჩვენი ჯანმრთელობა არ არის განცალკევებული, დედამიწის ჯანმრთელობასთან. თუ მიწა კარგავს მიკრობიონს, ორგანიზმიც კარგავს. სამყარო არის განუცალკევებელი ჩვენი ორგანიზმისგან.

როდესაც ჩვენ აღვადგენთ მიწას, საკვებიც ჯანსაღდება და ჩვენი ორგანიზმის მუშაობაც უმჯობესდება. ქრონიკული დაავადებები არის ძალიან გახშირებული. ადრე ქრონიკული დაავადებები არ არსებობდა. არასწორი კვება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილების დონეზე არ ვიკვებები, უბრალოდ არ არის ჯანსაღი პროდუქტი სამყაროში“, - ჰყვება ლაშა ჯაყელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ხახვი, ლიმონი, ნიორი,თაფლი, შაქარი, მწვანილი - როგორ განვიკურნოთ დაავადებებისგან ხალხური მეთოდით?! - სპეციალისტის რჩევები

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს „ასტონ ვილასთან“ მოაგებინა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა

🎥 ხვიჩა კვარაცხელია „ასტონ ვილასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ქართველის გოლი ფაბრიციო რომანომ გამოარჩია