Digest Logo

🎥 ხვიჩა კვარაცხელია „ასტონ ვილასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ქართველის გოლი ფაბრიციო რომანომ გამოარჩია

10 აპრილი 5:09
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის უეფას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ორმა ანალიტიკურმა პორტალმა – Whoscored-მა და Sofascore-მა. პირველმა ფრანგული გრანდის ქართველ ვარსკვლავს 8.8 ქულა დაუწერა, მეორემ – 8,7 ქულა და ორივემ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილას“ 49-ე წუთზე გამორჩეული სილამაზის გოლი გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა, საბოლოოდ კი ფრანგებმა 3:1 მოიგეს.

ქართველის თამაშს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასე გამოეხმაურა: „ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა, თან მშვენიერი გოლი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„აფხაზეთის ომის ვეტერანი, 9 აპრილის მონაწილე, მსახურობს სარეზერვო ბატალიონში ქალიშვილთან ერთად და ეს ადამიანი არ მიუშვეს მემორიალთან“ - რას წერს ლაშა გეგეჭკორი

„არ არის სასჯელი, ეს გამოცდაა, მაგრამ ვინ არის ამისთვის მზად?“ - თაკო მელიქიშვილი გვიხსნის, როგორ გადიან ადამიანები კრიზისს ცნობიერების ნომრის მიხედვით

„ლესბოსელი წყვილი ცხრა აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან... დგანან ცოლის გამქირავებლები, მშობლების უარმყოფელები, ლესბოსელები, გეები“ - ნათია ბერიძე