Digest Logo

„ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

1788618055
ნინი დგებუაძე

„სემინარის დროს ერთ-ერთმა ქალმა იკითხა: „როგორ გავიგო, სწორ ადამიანთან ვარ თუ არა?“.
ყველა ურთიერთობას აქვს თავისი ციკლი“, - აღნიშნულის შესახებ ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას გვთავაზობს:

„დასაწყისში გიყვარდებათ პარტნიორი, ელოდებით მის ზარებს, გსურთ მისი შეხება და მოგწონთ მისი ჩვევები. შეყვარება არ ყოფილა რთული. სინამდვილეში, ეს იყო სრულიად ბუნებრივი და სპონტანური გამოცდილება. არაფრის გაკეთება არ დაგჭირდათ. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას „შეყვარება“ (თავბრუდახვევა/სიყვარულში ჩავარდნა).

შეყვარებული ადამიანები ხშირად ამბობენ: „ფეხქვეშ მიწა გამოგეცალაო“. წარმოიდგინეთ ეს გამოთქმა ის გულისხმობს, რომ უბრალოდ იდექით, არაფერს აკეთებდით და უეცრად რაღაც მოგერიათ. შეყვარება პასიური და სპონტანური გამოცდილებაა. მაგრამ რამდენიმე თვის ან წლის ერთად ცხოვრების შემდეგ, სიყვარულის ეიფორია ქრება. ეს ყოველი ურთიერთობის ბუნებრივი ციკლია.

ნელ-ნელა, მაგრამ დაჟინებითი, სატელეფონო ზარები ტვირთი ხდება (თუ საერთოდ რეკავს), შეხება ყოველთვის სასურველი აღარაა, ხოლო მეუღლის ჩვევები, საყვარლობის ნაცვლად, ჭკუიდან გშლით.

ამ ეტაპის სიმპტომები ყველა ურთიერთობაში განსხვავებულია, მაგრამ შეამჩნევთ მკვეთრ განსხვავებას საწყის ეტაპსა (როცა შეყვარებული იყავით) და ბევრად უფრო მოსაწყენ ან თუნდაც გამაღიზიანებელ შემდგომ ეტაპს შორის.
ამ მომენტში, თქვენ ან/და თქვენმა პარტნიორმა შესაძლოა დაიწყოთ კითხვის დასმა: „სწორ ადამიანთან ვარ?“. იმ ეიფორიაზე ფიქრისას, რომელიც ოდესღაც გქონდათ, შესაძლოა მოგინდეთ ამ განცდის სხვასთან ხელახლა გამოცდა. სწორედ ამ დროს ინგრევა ურთიერთობები.

ურთიერთობაში წარმატების გასაღები არა სწორი ადამიანის პოვნაა, არამედ იმ ადამიანის შეყვარების სწავლა, რომელიც იპოვეთ.

ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ და კმაყოფილებას გარეთ ეძებენ. ქორწინების გარეშე კმაყოფილება ყველა ფორმასა და ზომაში გვხვდება. ღალატი ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს ყურადღება გადააქვთ სამუშაოზე, ჰობიზე, მეგობრობაზე, ტელევიზორის გადაჭარბებულ ყურებასა თუ მავნე ნივთიერებებზე.

მაგრამ ამ დილემის პასუხი თქვენი ურთიერთობის გარეთ არ არის - ის მის შიგნითაა.

მე არ ვამბობ, რომ სხვა ვინმე ვერ შეგიყვარდებოდათ. შეგეძლებათ და დროებით უკეთესადაც იგრძნობდით თავს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ზუსტად იმავე სიტუაციაში აღმოჩნდებოდით.

(რადგან ურთიერთობაში წარმატების გასაღები არა სწორი ადამიანის პოვნაა, არამედ იმ ადამიანის შეყვარების სწავლა, რომელიც იპოვეთ.)

სიყვარულის შენარჩუნება არ არის პასიური ან სპონტანური გამოცდილება. მასზე ყოველდღიურად უნდა იმუშაოთ. მას სჭირდება დრო, ძალისხმევა და ენერგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მოითხოვს სიბრძნეს.

თქვენ უნდა იცოდეთ, რა გააკეთოთ იმისათვის, რომ მან იმუშაოს. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში!

სიყვარული არ არის საიდუმლო. არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეგიძლიათ გადადგათ (პარტნიორთან ერთად ან მის გარეშე). ისევე, როგორც არსებობს სამყაროს ფიზიკური კანონები (მაგალითად, მიზიდულობა), არსებობს ურთიერთობების კანონებიც თუ იცით, როგორ გამოიყენოთ ეს კანონები, შედეგები პროგნოზირებადია.

ამიტომ, სიყვარული არის „გადაწყვეტილება“ და არა უბრალოდ გრძნობა.

ყოველთვის გახსოვდეთ ეს: ( სამყარო/ღმერთი/ბედსიწერა/განგება/კარმა ) განსაზღვრავს, ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ხოლო თქვენზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება, ვის მისცემთ წასვლის უფლებას, ვის დატოვებთ და ვის არ გაუშვებთ არასდროს!“, - წერს ნინი დგებუაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უფრო მდგრადი ხდება ის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ...“ - როგორ ავირიდოთ თავიდან დემენცია

🎥 „გელოდება მნიშვნელოვანი საუბარი...“ - თაკო მელიქიშვილის ასტრო რჩევები

⭕ „ხშირად ვარდებიან დეპრესიაში...“ - ყველაზე არასანდო ზოდიაქოს ნიშნები

წყარო: www.facebook.com