ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჭიპზე წერს და ამბობს რომ „აიუვერდაში“ მას წმინდა კვების ცენტრად მიიჩნევენ:
„იცით თუ არა, რომ დედასა და შვილს შორის ყველაზე ღრმა კავშირი ჭიპიდან იწყება.
სანამ ბავშვი დედის ხმას გაიგონებს ან მის სახეს დაინახავს, ჭიპი (ნაბჰი) არის მისი სიცოცხლის ხაზი.
სწორედ ამ ერთი წერტილიდან დედა აძლევს შვილს კვებას, დაცვას, სითბოს და სიცოცხლეს. ამიტომ „აიურვედაში“ ჭიპი ითვლება წმინდა კვების ცენტრად.
დაბადების შემდეგ ეს კავშირი ფიზიკურად წყდება, მაგრამ სხეულში ის მაინც რჩება. სწორედ ამიტომ ქალები საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ ჭიპის ზეთით დამუშავებას.
რამდენიმე წვეთი ზეთი ეხმარება ორგანიზმს შიდა სიმშრალის შემცირებაში, რაც აისახება რბილ ტუჩებზე
ჯანმრთელ და მბზინავ კანზე.
ადგილი, სადაც დედა პირველად კვებავს შვილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს ქალის კვებას და გაძლიერებას“, - წერს არუნ ხათრი.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „საოცარი და ულამაზესი ოჯახი“ - როგორ აღნიშნა თიკა ფაცაციამ შობა
🔵„შეუდარებელი ხარ“ - ნუცა ბუზალაძე ცეცხლისფერ ლუქში პოზირებს
🔵„ნისლი გაიფანტება და თქვენ დაინახავთ ახალ გზას...“ - რას წერს რამაზ გიგაური