
გაზაფხული წელიწადის გამორჩეული სეზონია, თუმცა ამ სეზონს თან ახლავს ალერგიული დაავადებები. სეზონური ალერგიები, სწორედ ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.
საქართველოში მოსახლეობის 40% ალერგია აწუხებს - უსიამოვნოა ისეთი სიმპტომი, რომელსაც თან ახლავს ცხვირის გაჭედილობა, თვალები ქავილი, წვა, ცემინება - რაც ალერგიული რინიტის სიმპტომებს უკავშირდება.
ალერგიის მიზეზი შეიძლება კიდევ უამრავი რამ იყოს - ოთახის მტვრიდან დაწყებული, ცხოველის ბეწვამდე დამთავრებული.
როგორც „შუადღის“ ეთერში ალერგოლოგი ქეთევან ომიაძე საუბრობს, ალერგიის დროს მნიშვნელოვანი ვიმკურნალოთ სწორად და მივიღოთ ისეთი მედიკამენტი, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას.
„ცხვირის გაჭედილობა ალერგიული რინიტის მნიშვნელოვანი სიმპტომია.
ალერგიული რინიტი არის ალერგიული ანთებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც გაჭედილობასთან ერთად ახლავს ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი.
ე.წ. ცხვირის გამხსნელები შეგვიძლია ხანმოკლე პერიოდის 5-7 დღის განმავლობაში გამოვიყენოთ, რომელსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები და იწვევს დამოკიდებულებას, ეს მედიკამენტები არ არის გათვლილი დიდხნიან პერიოდზე მკურნალობისთვის/ ალერგიული რინიტის დროს კი საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა“, - ამბობს ქეთევან ომაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა კარგები ხართ“ - ბუდუ ზივზივაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს