
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა. შესაძლებელია ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ეს დღე გაძლევთ საშუალებას გამოხვიდეთ ჩაკეტილი სივრციდან, ასევე გახსოვდეთ თუ გსურთ ცვლილებები, ამისთვის აუცილებელია მოქმედება“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
დღის პირველი ნახევარი აქტიური იქნება, შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ოჯახის წევრებთან უთანხმოება გქონდეთ.
♉ კურო
დღის პირველი ნახევარი მეტად აქტიური და პროდუქტიული იქნება. მეორე ნახევარში კი ენერგისს ნაკლებობას იგრძნობთ.
♊ ტყუპები
შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ან ახალი ნაბიჯების გადადგამა. ყველაფერს რასაც დღეს მოისმენთ გადაამოწმეთ.
♋ კირჩხიბი
მნიშვნელოვანი დღეა, კარგი იქნება ძვირფას ადამიანებთან გაატაროთ ეს დღე. თუ გყავთ შვილები გაუკეთეთ მას საჩუქრები.
♌ ლომი
შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს ნათესავებს და ეცადეთ მათ ხელი შეუწყოთ. ასევე შეიძლება აღმოჩნდეს კონფლიქტური სიტუაცები და უმჯობესი იქნება პირველი ნაბიჯები თქვენ გადადგათ.
♏ ქალწული
მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, ეცადეთ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. თუ საჭესთან ზიხართ გამოიჩნეთ მეტი სიფრთხილე, არ არის კარგი შორ გზაზე გადაადგილება.
♎ სასწორი
დადებითი დღეა, მარტივად ახერხებთ პრობლემების მოგვარებას, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ახალი ნაბიჯების გადადგმასაც.
♏ მორიელი
საინტერესო დღეა, უმჯობესი იქნება მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ასევე არ დაიწყოთ ახალი საქმე, ჯერ დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ.
♐ მშვილდოსანი
წინდახედულობა და სიფრთხილე გმართებთ ყველაფერთან მიმართებაში. არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე და არ გათქვათ თქვენი ინფორმაცია, თუნდაც მეგობრებთან.
♑ თხის რქა
მარტივად ახერხებთ ცვლილებებს, გადადგით თამამი ნაბიჯები და იაქტიურეთ.
♒ მერწყული
თქვენთვის უმჯობესია დილა მშვიდად გაატაროთ, უმჯობესი იქნება დღის მეორე ნახევარში გააკეთოთ საქმეები, რადგან აქ ენერგია მატულობს.
♓ თევზები
კარგი იქნება თუ ამ დღეს საკუთარ თავს დაუთმობთ და მოახერხებთ შინაგანი ბალანსის პოვნას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ
⭕ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10-ში შევიდა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით