მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით არტერიული ჰიპერტენზიით (მაღალი წნევით) გამოწვეული დაავადებები კვლავ წამყვან პოზიციას იკავებს, თუმცა შესაბამისი მედიკამენტების შექმნამ სტატისტიკა მკვეთრად გააუმჯობესა. წნევის წამლების გვერდითი ეფექტები, რა საფრთხეები აქვს თვითმკურნალობას - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„ორგანიზმში არსებობს ორი ძირითადი სისტემა, რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს. პირველი ეს არის ჰორმონალური კასკადის სისტემა, ხოლო მეორე სიმპათიკური ნერვული სისტემა. ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს ნორეპინეფრინს (ნორადრენალინს), რომელიც ზრდის გულისცემის სიხშირეს და, შესაბამისად, მაღლა წევს წნევას“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.
ექიმის განმარტებით, ამ მიმართულებით აქტიური კვლევები 1998 წლიდან დაიწყო, რამაც მეცნიერებს არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ახალი სამკურნალო გზების პოვნის შესაძლებლობა მისცა:
„დღეისათვის არსებული წნევის დამწევი მედიკამენტების კლასი სწორედ ამ ორი სისტემიდან მინიმუმ ერთ-ერთზე მიზანმიმართული მოქმედებით გამოირჩევა“,- დასძენს მედიკოსი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა
⭕ „წარმოთქვით ხმამაღლა ენერგეტიკული კოდი“ - როგორ გავიაქტიუროთ 27 მაისის ენერგია
🎥 ვინ აგებს პასუხს, როცა მომხმარებელი ინფლუენსერის რეკლამით ზარალდება? - თამარ კერძაიას რჩევებივ