
„იუთუბერი“, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მეხსიერების გაუმჯობესების შესახებ საუბრობს.
ზოგჯერ ადამიანებს კონკრეტული რამის გახსენება გვიჭირს, მაგალითად, სად დავდეთ გასაღები, დავკეტეთ თუ არა კარი, გვავიწყდება, რომ შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და სხვა. ამ დროს, უმეტესობას ისეთ დაავადებაზე ეფიქრება, როგორიც ალცჰაიმერია, მაგრამ სინამდვილეში მეხსიერების პრობლემებს სხვა მიზეზებიც ედება საფუძვლად.
მეხსიერებას ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარს ვუწოდებთ. ეს ერთსა და იმავე დროს ბიოლოგიური პროცესიცაა და შემეცნებითიც. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს, საჭიროების შემთხვევაში კი პოულობს და მოთხოვნილებისამებრ იყენებს. ეს კარგად აწყობილი და ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემაა.
მეხსიერების ფუნქციაა გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის დამახსოვრება და მომავალში მისი გათვალისწინება.
ვინაიდან წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოსაყენებლად გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.
რაც შეეხება მეხსიერების გაუმჯობესების 5 საუკეთესო გზას ესენია 👇
5. ვარჯიში - დღეში მინიუმ 40-45 წთ ვარჯიში, ჩქარი სიარული, ცეკვა ან ცურვა.
4. ტვინის ვარჯიში - როცა რაღაც ახალ სწავლობ ტვინი ყოველთვის ვითარდება. ყოველთვის შეგიძლიათ, განვითარება თქვენ სფეროში - ყოველთვის შეგიძლია ისწავლო და განვითარდე, ასევე შეიძინო ახალი ჰობი, ამით მცირდება ალცაიმერის რისკი, რომელიც ყოველ მოხუცს ემუქრება.
3. ძილი - დაახლოებთ უნდა გვეძინოს 7-8 საათ, ერთი ღამის უძილობაც კი იწვევს მეხსირების გაუმჯობესებას.
2. სოციალური ურთიერთობები - ადამიანები ვინც არიან ჩართულები სოციალურ ურთიერთობებში გვიან ბერდებიან, აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობა.
1. მაღალი წნევა და დიაბეტი - ორივე შემთხვევის დროს ტვინის უჯერედები ზიანდება.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ ელიეშვილი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას მეუღლესთან ერთად დაესწრო - „მადლობა ამ ემოციებისთვის“
⭕„ნუ დარჩებით მარტო სახლში“ - 8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან
🎥 ნანუკა გულუას სამშობიაროში მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია ესტუმრა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი