Digest Logo

„ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებას...“ - რა სასარგებლო თვისებები აქვს ჭარხალს?

1787247637
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში წერს, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ჭარხალს:

„ჭარხალი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ბიოაქტიური ნივთიერებებით.

100 გრამი უმი ჭარხლის საკვები ღირებულება:

კალორია – 44
ცილა – 1.7 გ
ცხიმი – 0.2 გ
ბოჭკოვანი – 2 გ
ვიტამინი C – დღიური ნორმის 6%
ფოლატი – დღიური ნორმის 20%
ვიტამინი B6 – დღიური ნორმის 3%
მაგნიუმი – დღიური ნორმის 6%
კალიუმი – დღიური ნორმის 9%
ფოსფორი – დღიური ნორმის 4%
მანგანუმი – დღიური ნორმის 16%
რკინა – დღიური ნორმის 4%

ჭარხლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

ამცირებს არტერიულ წნევას;
აუმჯობესებს ფიზიკურ გამძლეობას ვარჯიშის დროს;
შეიცავს ბეტალაინებს — ანთების საწინააღმდეგო პიგმენტებს;
ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ მუშაობას;
მდიდარია ბოჭკოთი (1 ჭიქა = 3.4 გ ბოჭკო).

ნიტრატები ჭარხალში:

ჭარხალს შეუძლია დააგროვოს ნიტრატები, თუმცა მათი რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, ჩვეულებრივ, ერთი მიღებით ვერ ქმნის.

როგორ უნდა შეამციროთ ნიტრატების რისკი:
 
საფუძვლიანად და დააყოვნეთ წყალში, ჭარხალს მოაცილეთ ყუნწი, ქერქი და დაბოლოება.

პატარა რჩევა: უმი ჭარხალი უფრო დაბალკალორიულია, ვიდრე მოხარშული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გიორგი გასვიანი დედასთან ერთად ამღერდა - „რა კარგი ხმები და რა ტკბილი შესრულება“

⭕5 საუკეთესო ფილმი, რომელიც აგვისტოში უნდა ნახოთ

⭕ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებს - კადრები საფრანგეთიდან