Digest Logo

🎥 აპათია, მელანქოლია, ძილისა და მადის პრობლემები - 7 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ

1742881581
აპათია, მელანქოლია

ალბათ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია ძილისა და მადის პრობლემები, ჰქონია აპათია, მელანქოლია. ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, გაგაცნობთ 7 სასარგებლო რჩევას, რაც ამ მდგომარეობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

1. ძილის რეჟიმის მოწესრიგება - ხარისხიანი ძილის რუტინა ტვინის სწორად ფუნქციონირებისა და ენერგიის აღდგენისთვის აუცილებელია. ეცადეთ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ.

2.  ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გასეირნება - ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ენერგიულობაზე. 

3. ჯანსაღი ცხოვრების წესი - დაბალანსებული კვება და თუნდაც მცირედი ფიზიკური აქტივობა განწყობას აუმჯობესებს. 

4. საზოგადოებასთან ურთიერთობა - საყვარელ ადამიანებთან პრობლემებზე საუბარი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. 

5. შრომის დაფასება - საკუთარი თავის მიმართ უნდა გამოიჩინოთ პოზიტიურობა, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება. 

6. არტ თერაპია - ხელოვნება, კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა სტრესის მოხსნისთვის და ემოციების გამოხატვისთვის. 

7. დრო დასვენებისთვის - იოგა, მედიტაცია დაგეხმარებათ განტვირთვაში, დაგამშვიდებთ კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ:

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

🎥 🪐„ენერგია საკმაოდ მძიმე, დაძაბული იქნება, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საჭის მართვის დროს“ - 25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის