ექიმი და ტელეწამყვანი მარი მალაზონია გამომწერებს საახალწლო ტკბილეულის მომზადებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრაქტიკულ და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რჩევას აძლევს.
მისი თქმით, ზომიერების დაცვა და ჯანსაღი კვების ჩვევების გამოყენება სადღესასწაულო დღეებშიც მნიშვნელოვანია.
სადღესასწაულო ტკბილეულის შესარჩევად რამდენიმე წესი გამოვიყენოთ:
1. თუ ნიგოზი ან თხილეული არის მძაღე გემოსი, ან აქვს ობი, არ გამოიყენოთ ის არც გოზინაყში, არც კერძსა და მით უმეტეს ჩურჩხელაში.
2. არ ადუღოთ თაფლი, რათა არ წარმოიქმნას ფურფუროლი, უმჯობესია მიიყვანოთ ადუღებამდე და გააგრილოთ. ეს პროცესი 2-3 ჯერ უნდა გაიმეოროთ.
3. ძალიან ხშირად უპირატესობას ვანიჭებთ ფუმფულა ტორტებს ან ბისკვიტებს. დააკვირდით რამდენად გემრიელი შეიძლება აღმოჩნდეს 70%-იან შოკოლადში ამოვლებული ნედლი ან გამომშრალი ხილი. კარგი და სასარგებლო დესერტი იქნება ასევე ხილის ტარტი ან ხილის რულეტი.
4. მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო დღეებში ყველზე მეტ ტკბილეულს მივირთმევთ, არ დაგვავიწყდეს ზომიერება“, - ამბობს ექიმი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი