როგორ დავიცვათ ბავშვის იმუნიტეტი, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ხშირი ინფექციები - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში პედიატრი იზა ესებუა საუბრობს.
„ჩვილის იმუნიტეტი დაბადებისას არის ძალიან უსუსური და მხოლოდ იმის იმედზეა, რაც დედამ გადასცა ორსულობის დროს, ის არის თანდაყოლილი იმუნიტეტი.
დედის გადატანილი ინფექციები, რომელმაც დატოვა იმუნური აგენტები, ანტისხეულების სახით და ორსულობის დროს ნაყოფთან მჭიდრო კავშირია, რომელიც გადაეცემა ბავშვს.
ზოგადად იმუნიტეტი ნიშნავს დაცვას და ეს არის მთავარი ხაზი, რომელიც გვიცავს გარემოს მიკროორგანიზმებისგან.
იმუნიტეტის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, ჩვილი რომელიც იბადება იმუნიტეტს ასევე აგროვებს იმ აცრებით, რომელსაც დედა იკეთებს ორსულობის დროს“, - ამბობს იზა ესებუა.
პედიატრი ასევე გვიზიარებს, რჩევებს რომელიც ჩვილობის პერიოდში გამოგადგებათ.
როგორც იგი გვირჩევებს ჩვილის სახეზე კოცნა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა დაირღვეს კანის ბარიერი და დაემართოს ვირუსი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით