Digest Logo

არ გირჩევთ: ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს - 13 ივნისის ენერგიები

1781342415
კოსმოსი - ენერგია

შაბათი - 13.06.2026

ინდიკატორი — დასახვა

დასახვის დღე ახალი მიმართულების, მიზნის ფორმულირებისა და პირველი ნაბიჯისთვის მზაობის ენერგიას ატარებს. ეს არის დრო, როცა უმჯობესია არ აჩქარდეთ. მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები. დღეს სწორად დასახული მიზანი მომავალში ძლიერ საყრდენად შეიძლება იქცეს.

სასიკეთოა:

მიზნების დასახვა, ახალი გეგმის შედგენა, სწავლის დაწყება, სამუშაო პროცესის დაგეგმვა, საქმიანი შეხვედრა და მიმართულების არჩევა

არ გირჩევთ:

 ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ემოციურ დაპირებებს, ქორწილს, ნგრევას, დაკრძალვას
 ისეთ საქმეს, რომლის ენერგიაც სტაბილურობასა და სიმშვიდეს მოითხოვს

დღე: 戊午 — მიწის ცხენის დღე

სახიფათო დღეა ვირთხისთვის. მეტი ყურადღება გამოიჩინონ ვირთხის წლებში დაბადებულებმა: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020.

განსაკუთრებული შენიშვნა:

დღე ძლიერად იმეორებს ცხენის ენერგიას, რაც ცეცხლს, სისწრაფესა და ემოციურ იმპულსს აძლიერებს. მიზნები დასახეთ მკაფიოდ, მაგრამ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად.

სასიკეთო საათები:

11:00–13:00
15:00–17:00
17:00–19:00

დღის ფერი: ლურჯი ან ნაცრისფერი  

ლურჯი და ნაცრისფერი ფერები დაგეხმარებათ სიმშვიდის, სტრატეგიული აზროვნების, ემოციური ბალანსისა და შინაგანი დისტანციის შენარჩუნებაში. კარგი არჩევანია, თუ გინდათ დღის ენერგია არა აჩქარებით, არამედ სიბრძნით გამოიყენოთ.

დღის სლოგანი:

დღეს მიზანი უნდა დაიბადოს არა იმპულსიდან, არამედ იმ შინაგანი ღერძიდან, რომელიც ძირითად გზას მიზნისკენ არ ცვლის.

წყარო: Fb/გვერდი Lakshmi Birthstones